ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

27-09-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2018 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.