ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-09-2018

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, რატუ ინოქე კუბუაბოლა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მაღალი რანგის სტუმრებს ასევე ესაუბრნენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.