ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-10-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე:  თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობა და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.  

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.