ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

18-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისში, პარლამენტის შენობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო სესია გაიმართა.

სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოვიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებაში დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები დიპლომატებს გააცნო. ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით სამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და ტერორიზმის თვალსაზრისით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობაში ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები.

სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ ქემოკლიძე.

 „ ელჩების კონფერენცია 2018“ 21 დეკემბერს დასრულდება.