ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დამცველს და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეები გორის რაიონის  სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს და დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამოწვევების და საფრთხეების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.  

საუბარი შეეხო ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, კერძოდ უკანონო დაკავებებს და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.