ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოლდოვის ვიცე-პრემიერს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი ვადიმ ჩერნიში დუშეთის რაიონის  სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სტუმრებს ასევე ესაუბრნენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით და სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.