ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-12-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლები  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაღუპული კოლეგების ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.