ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

13-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე და ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრები.