ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს  მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებზე ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) საკითხებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის (AVRP) საკითხზე. გრიგოლ ლილუაშვილმა და სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.