ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-04-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა  და საქართველოს  ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.