ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-04-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2018 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა  დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

სხდომის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.