ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

03-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოს პარლამენტს უწყების 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე უწყების საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ რეჟიმში კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.

სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.