ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო, ხაზი გაესვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.