ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. დელეგაციას საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) უფროსის მოადგილე ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი ხელმძღვანელობდა.  შეხვედრის მიზანი  კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში  საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი კობა კობიძე   და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.