ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან არტურ ვანეციანთან. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ურთიერთობის სტაბილური განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.