ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურორის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კი სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით კეთილსინდისიერად, სანიმუშოდ და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისთვის, პროკურორებს საპატიო თანამშრომლის წოდება მიანიჭა და სამკერდე ნიშნები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდა ევროჯასტის პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, რომელიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.