ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან ერთად, ლისის ტბის ტერიტორიაზე, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურების მქონე რამდენიმე თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.