ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

04-07-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი  ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ  კილრეინთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა  ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებზე  და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.