ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-08-2019

ერგნეთში IPRM-ის რიგით 95-ე შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედების შედეგად ჩაიშალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 95-ე შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედების შედეგად ჩაიშალა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ულტიმატუმის სახით მოითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული სტანდარტული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს არაერთგზის შესთავაზეს კონსტრუქციული მიდგომის გამოყენება, თუმცა უშედეგოდ.

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმზე პრინციპული პოზიციის გაჟღერების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს.