ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-09-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ეუთოს პროგრამების ოფისის ორგანიზებით, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის დელეგაციასთან. შეხვედრის მიზანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტაჯიკეთის  ანტიკორუფციული სააგენტოს და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ასევე დუშანბეში ეუთოს ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც.