ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

04-10-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან,  სტეფანი ბეგლისთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

გრიგოლ ლილუაშვილმა სტეფანი ბეგლის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.  გრიგოლ ლილუაშვილმა და სტეფანი ბეგლიმ  ხაზი გაუსვეს აშშ-ისა და საქართველოს  შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.