ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-10-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ესაუბრა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შენგელი ფიცხელაური და გიგა ნიკოლეიშვილი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე; სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი დეპარტამენტის უფროსი გიორგი მინდიაშვილი.