ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-10-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.