ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-10-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უკრაინის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მხარეებმა ორი ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და  საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და იგორ დოლგოვმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.