ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  შეხვედრას ესწრებოდა  საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იერბოლ ბორინი.

მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და  ორ ქვეყანას  წინაშე არსებულ გამოწვევებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ბაურჟან მუხამეჯანოვმა  საქართველოსა და ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.