ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

04-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.