ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.