ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე. მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.