ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

13-11-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე. მხარეებმა ევროკავშირსა  და საქართველოს  შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას ევროკავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის შესაბამის ფორმატებში და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.