ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-12-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლებმა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.