ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

16-01-2020

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ეხება. სუს-ის მხრიდან ცალსახად გაესვა ხაზი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ პოლიტიკური პროცესების არალეგიტიმურობას.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება, სადაც აქცენტი უსაფრთხოების სტაბილური გარემოს მნიშვნელობაზე გაკეთდა.