ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-02-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი   საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარებმა  ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს  შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.    ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ  თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის.