ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-02-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და შესაბამის უწყებებს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გრიგოლ ლილუაშვილმა და რან გიდორმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რან გიდორს ელჩად დანიშნვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.