ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-06-2016

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას, რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.


გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.