ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-03-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპოდენციას სამსახურის შენობებთან განთავსებული სპეციალური ყუთების მეშვეობით მიიღებს.

მოქალაქეებს დოკუმენტების გამოგზავნა ასევე შეუძლიათ ელექტრონულად, მისამართზე: info@ssg.gov.ge.