ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

10-07-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2019 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, უწყების 2019 წლის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა. 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გასული წლის ძირითადი საფრთხეები და  მათ საპასუხოდ  სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, 2019 წლის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ხოჯევანიშვილმა, ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის შესაძლო საფრთხეებსა  და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.