ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

13-07-2020

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2020 წლის 11 ივლისს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მოინახულეს.

შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მიეწოდა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ოჯახს ასევე ეცნობა, რომ ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხის არეში და ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება.

აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორთა ჩართულობის მაღალ ხარისხზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით, რასაც მოწმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.