ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-07-2020

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  რიგით 96-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის უკანონო დაკავების საკითხი და კატეგორიულად მოითხოვეს,  აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან შემჭიდროვებულ ვადებში უპირობო გათავისუფლება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის  თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების  საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა  და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2020 წლის 24 სექტემბერი განისაზღვრა.