ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-08-2020

გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ეს არის მწარე გაკვეთილი ჩვენი ქვეყნისთვის, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომელსაც არასოდეს ექნება დავიწყება. დიდება მათ სახელებს, მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმე დღე - მათი მშობლებისთვის და ახლობლებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველ წელიწადს უნდა ჩამოვიდეთ, პატივი უნდა მივაგოთ. ეს არის ჩვენი ვალი“- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.