ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-09-2020

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)  თანამშრომლობის ფარგლებში,   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულ მხარეს საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა.

„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო თამშრომლობს ელექტრონული დაკვირვების სისტემების და კომუნიკაციების შესაძლებლობების გასავითარებლად.

აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში, აშშ-ს მხრიდან განხორციელდა ელექტრონული დაკვირვების სისტემების და საკომუნიკაციო საშუალებების გადმოცემა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება“,-აღნიშნა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით მახარაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურისააგენტო და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად.