ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-09-2020

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 97-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი და კიდევ ერთხელ მოითხოვეს, აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და ზღუდავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის  თავისუფლად გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების  საკითხს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა  და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის უფლებების ხელყოფის საკითხი და მკაცრად მოითხოვეს სამოქალაქო აქტივისტის დევნისა და მის მიმართ დაწესებული უკანონო შეზღუდვების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.