ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-10-2020

გრიგოლ ლილუაშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  ექსპერტებსა და მკვლევარებთან თემატური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების საკითხების გარშემო  საექსპერტო წრეებთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით . გამოიკვეთა პრობლემური საკთხები და ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მკვლევარების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები.

გრიგოლ ლილუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მგავსი ღონისძიება საშუალებას იძლევა, ჩამოყალიბდეს ღია პარტნიორული ურთიერთობები სამსახურსა და სამოქალაქო სექტორს შორის, მოხდეს შეხედულებების გაცვლა და პოზიციების შეჯერება.

შეხვედრაში მონაწილეობა25-მდე ექსპერტმა, მკვლევარმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.