ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-10-2020

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი,  დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში  მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მხარეებმა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა, მარკ კლეიტონს ელჩად დანიშნვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.