ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

30-10-2020

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სასწავლო ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა. ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდა. შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, ვირტუალური ტირი, საკონფერენციო დარბაზი, სივრცეები როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიზანია თანამშრომლების  გადამზადება და ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც ცენტრი შეიმუშავებს მომზადება-გადამზადების სპეც-პროგრამებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

 

ცენტრის საშუალებით საქართველოს უსაფრთხოების სექტორი უზრუნველყოფილი იქნება ახალი, თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე თანამშრომლებით.  აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს და გადასცემს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების ეფექტიანად და მართლზომიერად შესასრულებლად აუცილებელ ცოდნას, უნარებს და ღირებულებებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.