ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-12-2020

უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

მირიან თაზიაშვილს, საოკუპაციო რეჟიმმა 2-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ,,ცხელი ხაზით“ კომუნიკაციის, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს.