ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

25-02-2021

პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

პარლამენტის წევრებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  ისაუბრეს უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ე.წ. ბორდერიზაციის  პროცესზე და რუსეთის საოკუპაციო ძალების მზარდ მილიტარიზაციაზე.