ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-02-2021

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას მუჰლმანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. მხარეებმა, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე  იმსჯელეს. ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა ავსტრიასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ელჩს  ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.