ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

05-03-2021

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

აქცენტი ასევე, გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე,  დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად  2021 წლის 23 აპრილი განისაზღვრა.