ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-03-2021

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი  საქართველოში  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო. 

შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები  განიხილეს. მხარეებმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მარკ კლეიტონს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.