ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-04-2021

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

რამაზ ბეღელური მიმდინარე წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.